ბავშვი, რომელიც ვერ გადარჩა
ქალაქის ბაღში ვეძებდი ყვავილს, როს ყური მოვკარ საშინელ ძახილს, ქალი დაბმული, ქალი სირცხვილით ეფარებოდა თვისავე მანდილს. ქალი სახიდან კანებს იცლიდა, არც მიდიოდა და არც იცდიდა, როცა მივედი იმის საშველად თავისას მაინც აღარ იშლიდა. მიწაზე დაფლულს ცრემლები ცხარე აღმოხდებოდა საბრალოს მწარედ, მისი შემყურე, მისი გამგონე მეც მასთან ერთად ცრემლები ვღვარე. ვკითხე:“რად შვები დიაცო მაგას, შენგან მოვითხოვ მაგ ცრემლის ახსნას.“ ქალს ჩემსკენ არც კი გამოუხედავს და ისე მოჰყვა მწუხარე ამბავს: „თუმცა უცნობი ხარ მაინც გეტყვი, რატომ დავღვარე ამდენი ცრემლი, ანდაც დღეობას ჩემსას გაჩენის ასე ულმობლად რატომაც ვწყევლი. დღეს ფანჯარასთან რომ ვიყავ მდგარი, შევნიშნე გარეთ მზიანი დარი და ისე ძლიერ მწადდა მეხილა ოდესღაც ჩემი ძვირფასი ქმარი. ვერ დავამშვიდე გული მფეთქავი, იმ ცხონებულის იყო წლისთავი და გადავწყვიტე მზის პირველ სხივზე, რომ მომეხილა მისი საფლავი. როდესაც მოკვდა მეუღლე ჩემი, ამით მომიღო მეც განაჩენი, მაგრამ გოგონა მუცელში მყოფი გახდა სიცოცხლე და გადამრჩენი. მას მერე ოთხი წელი შესრულდა, როცა იმისი სული მესტუმრა და გაჭირვებით აღმოხდა მიმკვდარს სამარისთვის რომ უნდა მეზრუნა. ჩემს გოგონასთან ერთად იმ დროში ფერად ყვავილებს ვკრეფდი მინდორში და ნობათს მისთვის წესად შერჩეულს ფრთხილად ვახვევდი დაწნულ ჭილოფში. ბავშვს ამშვენებდა ქერა კულული, ხმა სტვენის დარი, ვითარც ბულბული, სატრფოს სიკვდილით დამწუხარებულს ცოცხალსა მხდიდა მისი ჟღურტული. ანგელოზს ვჭვრეტდი ბალღურ სიცილში, სიწმინდეს ვგრძნობდი ყოველ ნაბიჯში, ათას ფერებით გაფერადებულს ვასეირნებდი მზიან თბილისში. რომ მოეხილა უცნობი მამა, ჩემს შვილს ჩავაცვი ყვითელი კაბა, თმები ლამაზად გადავუვარცხნე და დავაპირეთ საფლავზე წასვლა. გზაზე ყველაფერს აკვირდებოდა, ყოველ დანახულს მეკითხებოდა, მე კი ყმაწვილურ სილაღით გართულს მისი შემყურე მეღიმებოდა. რომ დაინახა მფრინავი მტრედი, მკითხა, ეს რა არისო დედი, ბავშვთან მეც ბავშვად ქცეულ დედილოს მიჩქარდებოდა თრთოლვითა მკერდი. განვლეთ ნახევრად გასავლელისა, ვიგრძენ სურვილი დაბრუნებისა, მაგრამ ჩემს ქმართან მე ფიცი მედო მისი ვედრების ერთგულებისა. გადავდიოდით მდინარის ხიდზე, უეცრად ბავშვი შეხტა ღობეზე, ვერ მოვასწარი ხელის მიშველა და გადავარდა მდინარის პირზე. ვითხოვდი შველას, შევთხოვდი ყველას დახმარებოდნენ უბედურ დედას, ოღონდ შვილს რამე არ დამართნოდა და სულს მივყიდდი უმალვე ეშმაკს. უცებ გამოჩნდა ვიღაც მამაცი და ახალგაზრდა ძლიერი კაცი, როს წყლიდან სველი ამოდიოდა სულ გასწყვეტოდა საბრალოს ქანცი. როცა დატოვა საძაგი მტკვარი, ხელზე ესვენა ძვირფასი მარი, მის უიმედო სახის ხილვისას, მივხვდი, რომ შვილი მოჰყაბდა მკვდარი. ბედს თურმე ასე დაუწერია, ჩემი ცხოვრება ცარიელია, ბრალი მიმიძღვის შვილის სიკვდილში, შვილის სიკვდილში ბრალი ჩემია. ვაი, რაღა ვქნა შვილო უშენოდ, სულელი დედა დარჩა უმწეოდ, ქმარიც დავკარგე, შვილიც მოვკალი, მეც გესტუმრებით მალე საჩქაროდ. შეხედე, ხალხი როგორ მიყურებს, აუგის სიტყვებს არვინ იშურებს, ბრაზმორეული, მწარე გინებით ვით დამნაშავეს ისე დამყურებს. დამნაშავე ვარ, დაობლებული, ჩემი სიბრიყვით გაწამებული, აქვე ვგრძნობ სადღაც სატანის სუთქვას ჩემთვის რომ იცდის ჩასაფრებული. დეე, გაიყოლე ჩემი ცხოვრება, აღარ მეკუთვნის მაღლით ცხონება, ოღონდ ჩემს შვილთან ისევ მამყოფე და აღმიდგინე მკვდარი ოცნება.“ ქალი იკრეფდა ხელებში თმასა, ვეღარ ვიღებდი მწიხარე ხმასა, ეს მწუხარება განა რა არის დედის სევდისა და გულის თქმასა. თვალზე მოვწმინდე დიაცსა მკვირცხლი, მუნ შევარჩიე სიტყვები ფრთხილი, ჩემს სიტყვებშია ქვითინის ფონად ვკითხე, სადღა არს აწ შენი შვილი? ქალმა შიფონის კაბა ასწია, მის ქვეშ უსულო ბავშვი აგდია, დედამ მის ხილვას ვეღარ გაუძლო და მასთან ერთად სული გალია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი