გალაკტიონის გარეშე


წვიმაში დაძრწის სიკვდილის წყება,
ვაი, ნაღველი რით შევაჩერო,
კვლავ სისხლიანი ქუჩები დგება,
კვლავ მარგალიტებს ვყრი სანატრელო.
გესმის სიცხეში ცრემლების ზარი?
ამ სიცხეშიაც ვიღაცას ცივა,
მე მახსენდება დღე შესაზარი,
ჭადრების ხიდან ფოთლები სცვივა.
ოდესღაც თბილისს აჩნდა ხალისი,
ოდესღაც თბილისს ჰქონდა იერი,
მაგრამ დაიწყო წვიმა თავისით
და ისიც დარჩა მთლად ცარიელი.
ვაი, ქართველო რამდენი ცოდვა,
სულზე რამდენი ცოდვა გადვია,
მე მახსენდება სხვებისთვის ბოდვა,
მაგრამ კი ჩემთვის ტკბილი გადია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი