შეტყობინება


ველი ხმას, ველი ხილვას საყვარლის,
ვგრძნობ მეკარგება მე მოთმინება,
ვხსნი მობილურს და იქაც არ არის,
იქაც არ არის შტყობინება.

ლოგინს არეულს ვარჩევ სავარძელს,
საათობით მჯდარს მსდევს განცვიფრება,
ველი და ისევ ველი სანატრელს
და მაიც არ ჩანს შეტყობინება.

ოთახს ვაბურებ, ვარ მოქუფრული,
ვმალავ მზეების გამობრწყინებას,
უსიტყვოდ მჯდარი ვარ გატრუნული
და ისევ ველი შეტყობინებას.

მთელი დღე ასე მივუძღვნი ლოდინს,
მერე ისევე შემობინდდება,
კვლავ მივაშურებ არეულ ლოგინს,
ეჰ, ისევ არ ჩანს შეტყობინება.

თვალებს დავხუჭავ, თუმცა ვერ მძინავს,
თეთრი ბალიში ცრემლით ისვრება,
მაგრამ რა ვუყო მე მეაინც ველი,
მე მაინც ველი შეტყობინებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი