შენი სამარე...
შენი სამარე ვერ იხილავს განმარტოებას, სანამ მე სული მიდგას ვივლი მასზე ვარდებით, ეულად მყოფმა რა ვუღონო უბედურებას, მიჯობს წამოვწვე შენს საფლავზე, შენზე დავდნები. გიამბობ ყოველს, რაც შემორჩა მეხსიერებას, გიკითხავ ლექსებს შენთვის შეთხზულს ღამე ნამიანს, „ის სადაც არის იქ ეძებდე ბედნიერებას.“ ცრემლები შენზე, ფიქრები შენზე გაიძახიან. დილაადრიან დაგიკრეფდი ველად ყვავილებს, საფლავს სანატრელს მივაგებდი პატივისცემას, ხალხში დაღლილი ვესწრაფოდე ზეცის აჩრდილებს, შენ ლანდებშია ვიპოვიდე ნუგეშისცემას. რაღა აზრი აქვს უსულგულო ცხოვრებას ქვეყნად, ცხონებას სოფლად არ შევნატრი უკვე სავათი, მიჯობს გადვიქცე ფრთაშემართულ დიდრონ ტალღებად, უშენოდ მაშვრალს წამლად მექცეს შავი ჯალათი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი