არ ექცევიან ასე ცხოველსაც


არ ექცევიან ასე ცხოველსაც,
ცუდი განწყობით ვარ მე აღვსილი,
უგულისყუროდ შენგან როდესაც
შენი ბასრული ენით დასვრილი.

მე სიყვარული სხვაგვარად მესმის,
დიდი სიფრთხილით ვექცევი მოყვასს,
ზოგჯერ უხეში სიტყვებიც მეთქვის,
მაგრამ არ ვკადრებ ყველაზე ძვირფასს.

სიყვარულს კარგო ასე სჩვევია,
მისი სინაზე მაშინ ბრწყინდება,
როცა ურჩხულის მხრიდან გამოკრთის,
თან მოწიწება, თან გაფრთხილება.

მე ოცნებების ცაში ამყავხარ,
მაგრამ შენ მე თუ ასე მამდაბლებ,
მე ეგოისტი კაცი გახლავარ
და არ დაგითმობ ჩემს სიამაყეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი