სენას საამო სული


აღარ კრთის ზღვაზე ქაფი, მერანი,
სენას საამო სულის ქალია,
კვლავ ნათდებიან ეფემერანი,
ნათდებიან და იმალებიან.

იფანტებიან ფიფქების ფერად,
სიცარიელის სოსან ველებში
და გამოჰკრთიან ათასფერებად
ზეცის მაგიურ სასუფევლებში.

ხიდზე შემდგარა ანა-მარია,
ქრიზანთემები თავს ევლებიან,
ერთურთს ცეკვებით წააწყდებიან
და იბადება გარდაცვალება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი