მიყვარს მე ცქერა შენი მშვენების...


მიყვარს მე ცქერა შენი მშვენების,
შენი შეხების სურვილი მათრობს,
მწარე ლოდინი ისევ შეხვედრის,
ისევ შეხვედრის იმედი მატკბობს.

მართობს სიცოცხლე შენი სიმღერის,
მათოვს და მაინც მე შენზე ვდარდობ,
მარტოდ შთენილი მდინარეების
სული ობოლი რომ დანავარდობს.

ვბინადრობ ტრფობის ვით მოჩვენება,
მე მოსვენებაც დავკარგე კარგო,
საამო სიტყვის გადმოსვენებაც 
ვეღარ შევიძელ ოცნების ლანდო.

რომ მქონებოდა ერთი უფლება,
რომ მომეპოვა თავისუფლება,
ყველაფერ ძვირფასს დავთმობდი ქვეყნად,
რომ შემძლებოდა შენი ყურება.

ვით წყარო მარად ახალგაზრდობის,
მინდა მაგ თვალთა ცრემლი დავლიო
და როგორ ელვა ბოლო არსობის
წმინდა კეფაზე სული გავლიო.

თუ ოდენ სადმე სევდა გესტუმრა,
თუ ოდენ მაინც ნაღველი იგრძენ,
გახსოვდეს ჩემო, რომ ამ ველურთა
სამყაროს ერთი გული რომ გისმენს.

შენ რომ ბედავდე ჩემს საყვაროლობას,
დაივიწყებდე მაგ ამაყობას,
ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ქალად
გაქცევდი როგორც ზეცის სამხმობას.

ხელს ჩამჭიდებდე, გამიტაცებდე,
შორს წამიყვანდე ყველას თვალთაგან,
ბაგეს მიტკბობდე შუა ღამემდე
და სულს მირთობდე ავ ზრახვათაგან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი