სევდას სევდითვე უფრო სევდიანს...
სევდას სევდითვე უფრო სევდიანს აქცევს პოეტი ლორდ ბაირონი, სიკვდილზე ფიქრებს ჰანგით გადმოსცემს ბახი, მოცარტი და ალბინონი. თუ გსურს იხილო ნაღდი კრეშენდო მეგობრად გექცეს ყრუ ბეთჰოვენი, უნდა სიცხადით მსწრაფლად შეგეხოს მისი ნოტები დაუნდობელი. გინდა იხილო სულ სხვა სამყარო? მაშინ მოიხმე შლეგი შოპენი, თუ შენც ხარ ბგერა უმისამართო, თუ შენც ხარ გიჟი ცოტაოდენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი