მიყვარს სიცოცხე ახალგაზრდობის...
მიყვარს სიცოცხლე ახალგაზრდობის, მარად მებრძოლი უსამართლობის, ხმლითა თუ კალმით დაღვრილი სისხლი და სიამაყე შთამომავლობის. მიყვარს თვალები ნაცოდნარები, ღრმად ჩამარხული გულისნადები, ერთ მზერაშიაც ეტყობა ჭაბუკს მზისებრ მბზინავი ბრილიანტები. დეე, გავიღებდე საზარელ მსხვერპლსა, ვეღარ ვპოვებდე საკურნებელსა, ცრემლით დასვრილნი, გრძნობით აღვსილნი მიმაცილებდნენ საკურთხეველსა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი