* * * (ნახე, უკვე მოჩანს...)
ნახე, უკვე მოჩანს, ჩვენი ბილიკები, ბეშგილ, ძველი სიზმრები კი თითქოს გაკვანძულან მთებთან. -გახსოვს? - ბავშვობაში, მთებზე ღამდებოდა... ქვეშ კი იდგა სოფელი და ერთგულ ნაგაზივით ყეფდა. ჩვენი გზებია და თვალი გავუსწოროთ მომხდარს, მოდი, ჩვენებურად, წარსულს გადავხვიოთ ხელი; თორემ, ძნელი არი, იდგე თავდახრილი ქოხთან, - როცა ბრუნდები და იცი - აღარავინ გელის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი