* * * (მიდიხარ, მაგრამ ყოველთვის ტოვებ)


მიდიხარ, მაგრამ ყოველთვის ტოვებ
დასაბრუნებელ მანძილს და მიზეზს...
რომ გადაუდგე წვიმებს და თოვას
გზაზე... და მართლაც მიდიხარ ისე, -

რომ შენი წასვლის ხარ მონაწილე, 
ფეხს ითრევ... კვალზე საღამო წვება.
მიდიხარ... გესმის, როგორ გაცილებს,
შენი ეზოდან ერთგული ყეფა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი