ლექართი
შჳილო, ბევრჟე მითქომ: -წჳრილფეყ-დიდიანა სოფელს აგდებენ და ქალაქშ მიდიანავ! აბა ვისთვის ვლეწო გლეხმა კალოები, როცა ფუძეს ასე აუბრალოებენ... - როცა სახლს ყიდიან მამულ-მიწიანა, კუთხე იყიდების, განა იციანა?! კომლ კი აღარ ადის ქართულ ქოხები და ეზო-მენაჴებიც ემაგ ოჴრდებიან. ერდენა წყალითა და ქოთნი ლობიოთი დღევანდელობამდის ტკბილა მოვდიოდით. დღე კი დაიმირწყეს კუთხე ზურმუხტული, მარტო ჰა გზით წავა გლეხ-კაც ქურმუხულით?! შჳილო, ბევრჟე მითქომ: -წჳრილფეყ-დიდიანა სოფელს აგდებენ და ქალაქშ მიდიანავ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი