* * * (ცას აუწითლდება ლოყები)


ცას აუწითლდება ლოყები,
იქნება სითბო და გზნება...
- მიდიხარ? - მე უკან მოგყვები.
- მივდივარ? - მომყვები გზებად.

ბრმად ავედევნებით ხეტიალს,
მივყვებით ბილიკებს სოფლის...
- გიყვარვარ? - ეს უფრო მეტია.
- მიყვარხარ! - ეს უკვე მყოფნის...

ფიქრები იშლება ზვინებად,
მუცლები ეშლებათ ზვინებს.
- ამაღამ? - არ დაგეძინება.
- ამაღამ? - რა დაგვაძინებს!...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი