* * * (მიყვარხარ ჩემებურად)


მე ისევ სიჩუმეს მხარს ავუბამ... 
ფითრდება ცა მთვარის ნატეხივით. 
შენ კიდევ ხელს მკიდებ და საუბრობ, 
რომ ირგვლივ ქარია ატეხილი; 

რომ ქარში დამფრთხალან მიწურები, 
მთებს მხრები ხიფათით შეებურათ... 
შენ ისევ მთვარისკენ იყურები, 
მე კიდევ... მიყვარხარ ჩემებურად!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი