ამინდზე მეტად
ყელში ამინდი გასჩხერია ბებერ ნიადაგს, წვიმს და ჩიტივით მობუზულა ღამე ქალაქთან. ბოლო დროს ძილშიც შენზე ფიქრი ამეკვიატა, ფიქრი, რომელიც ამინდივით ვეღარ დალაგდა. ღამეა ცივი, ქარი ისევ იწყვიტავს ნერვებს, ყველა დარდი და საფიქრალი წვიმად ქცეულა... ჰოდა, ამდენი წვიმების და ლოდინის მერე, ვგრძნობ, რომ ამინდმაც უშენობით დამასნეულა. როგორ ვუძლებდი, ახლაც მიკვირს, უშენოდ ამდენს, ან როგორ გავძლებ! მინდა ვიყო წუთით არც ერთით (უშენოდ). ვიცი, სიკვდილამდე გვერდით რომ მყავდე, ჩვენს შორის ჩამდგარ სიშორეზე მაინც დავწერ და… ახლა კი მესმის, ცაზე წვიმა როგორ გადადის. ამინდზე მეტად მაფიქრებს და მინდა ის უფრო, რომ ამოვწუროთ ჩვენ ორს შორის მყოფი ჟანგბადი, რომ ერთმანეთით უწყვეტად და დიდხანს ვისუნთქოთ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი