წასვლისა
სოფელს მთვარისკენ გაუწვდია სველი თათები და უკვე ქარმაც სექტემბერი წელში მოტეხა... ხვალ დილით ისევ ქალაქისკენ მივემართები, შენ - ვერ მოდიხარ. თანდათან ცაში იზრდებიან ღრუბლის ჭუპრები, შემოდგომა კი დაყრდნობია სოფლის ხარიხებს. მე კვლავ ქარიან ამინდებზე გესაუბრები. შენ - ხმას არ იღებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი