* * * (დღეები დღეებს უხმაუროდ...)
დღეები დღეებს უხმაუროდ მიაცილებენ, ზაფხულმა სიცხე ისევ ტანზე გამოიყარა. ვესაუბრები არავის და მიწევს მხილება - როგორ მჯეროდა, როგორ ვწერდი, როგორ მიყვარდა... და შენს თვალებში იმედები როგორ მეთესა, რომლებიც სიზმრებს ტალღებივით გამორიყავდნენ. ვფიქრობ სიკვდილზე... არაფერზე... და უმეტესად - მინდა, მჯეროდეს... მინდა, ვწერდე... მინდა, მიყვარდე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი