შობა
შენ შემომახვევ ნაღვლიან ხელებს და ჩამიბრუნებ სუნთქვას. მეტკინა. შეხედე სახეზე ყვითელ ხალებს, გაგიმეორებ, დავზავდეთ მეთქი, ვიდრე დროა და გადასვლას არ უფრთხილდება ბეწვის ხიდი. სანამ ელოდი სულის გადასხმას, სანამ ოთახიდან გახვედი, შეიკრა რკალი და ამ სიმრგვალის წიაღშია ხსნა ახლო და შორის. შენ მშვენიერი გარდასახვა გელის. "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის".
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი