საქართველოს სიყვარული
ეს ისეთი სიყვარულია, თოკიდან ჩამოგხსნის, რომ თავი მოგჭრას. ეს ისეთი სიყვარულია, თუ არ დაგიტირა, არ გაგახარებს. ეს ისეთი სიყვარულიაა, სახლში მოგიყვანს მკვლელებს. შემოგზავნილი სიყვარულია - სიფრთხილე გმართებს, გიყვარდეო გეუბნება, სხვა კი არაფერს. და... და განა შენთვის, არსებობსღა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ გაიტანო შენი სულიკოს საცვლები გარეთ და რეცხო დიდხანს, სანამ სითეთრე არ შეგანათებს დაღლილ თვალებში და მხოლოდ მაშინ, როცა სამშობლო კვლავ მოირთვება საპატარძლოდ იმხიარულო მის ქორწილში?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი