აღდგომა


სუფრაზე შავი პურის ნატეხი,
ჩაწებებული წითელ ღვინოში,
გადადის ყელში, თითქოს მეტეხი
მტკვარის ამღვრეულ უღიმღამოში.

და ცოცხლობს შენში შემონადენი
სული, რომ ერთხელ გამოაცისკროს,
ის-ავთანდილი, შენ-შერმადინი
გარეთ გასული მისი ლოცვის დროს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი