სოხუმის წვიმა


სოხუმის წვიმაში ვისურვებდი შენს დავიწყებას,
ფეხშიშველ ლტოლვას, თოლიის კივილს,
რომ ამოინთხეს გულიდან წყენა
და გაჰყვეს წვიმის თავშეკავებას.

არა ნუგეში, არა ლოდინი,
არამედ ზეცა და ღვინობისთვე.
ამ კმაყოფილი უღონობისთვის
მადლიერი ვარ, რადგან დავბერდი

და განვირიდე სულის მღვიმეში,
ამოვიქოლე გამოსავალი,
სანამ ყველა გზა მიდის ღამეში
სანამ გმობს სავლე და სდუმს უფალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი