შენ


იყო გუშინ, იქნება ხვალ,
მოხდა ერთხელ, გაგრძელდება ასე,
მოხვალ და გამაღვიძებ
ცრემლიან და მეტყველ ბედისწერით სავსე.

შენ ხარ სახე და სახელი, 
შენ ხარ ბედი და იღბალი,
ავადმყოფობისას მნახველი,
დღესასწაულისას ნიღაბი.

შენ ხარ სუნთქვა, ამოსუნთქვა,
შენ ხარ გული და იერი.
ყველაფერი რაც უნდა ვთქვა.
რაზეც ვდუმვარ ყველაფერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი