შემოდგომა გადის მწარე ..


შემოდგომა გადის მწარე,
მძიმედ კვდება წელიწადი,
გრძნობებისგან დავიცალე,
ფიქრებისგან თავს ვიცავდი.

წინ უდავოდ ზამთარია,
ცა ინთება, ხანაც ქრება.
გული შენით გამთბარია,
სხვანაირი ვერ იქნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი