გუბე


სიკვდილამდე სულში ატანს
პირველი სიბნელე,
როცა გისინჯავდი ტანს.
ღილი აწყვეტილა შესაბმელი, ცაში აფრენილა ანგელოზი, 
მე მას ვაბრუნებდი არაერთხელ, ზოგჯერ, ალალბედად
შემოდგომის ბაღის დანაზოგით.
ნელნელა სული გამდის სისხლივით
სანამ მორიგეობს დღესთან ღამე,
სანამ გუბე იყურება ცაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი