განკურნების სამადლობელი
ჩემი სულის განკურნება- სასჯელის წილ ჯილდო, მორჩილებით მიმიღია მოწყალეო უფალო. ჟინის უგუნურება და მდაბალი შიში ნათელ სიბრძნედ შემიცვალე ყოვლისშემძლე უფალო. დაღუპვის კართან მდგარი, ვგმობდი რაც არ მესმოდა, გმობა ლოცვად მომიქციე სახიერო უფალო. დუმილითაც არ ძალმიძს ეს მადლი შევიფერო, აქაც მრავლისმეტყველება მაპატიე, უფალო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი