ქობულეთის ზღვისპირი


ქობულეთის ზღვისპირა პარკი,
ივლისის ალესილი მზე,
და ზღვის პრიალა სარკე
ირეკლება გუგის რკალზე.
სიჩუმეა. მიდიხარ ბილიკზე.
ზღვა შეიძლება არც დაგხვდეს,
თუ დაივიწყებ დახედვას
გამოვლილზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი