ახლა არ ვარ მარტო


ახლა არ ვარ მარტო-
მკლავს მიკაწრავს დათო,
სიყვარულით ამავსო-
მეხუტება ტასო.

მინდა, სანამ ვიყო,
მინათებდეს თიკო
და იმედად დღეთა
დიდხანს მყავდეს დედა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი