მკათათვის წვიმა
მკათათვის წვიმის მესმის სურნელი- არ გაიზარდო, დარჩი სულელი. არ მოუგონო თავს განსაცდელი, უჩუმრად დაწვი შენი სანთელი. არ გადაეშვა ორომტრიალში, შენთვის დადექი მარტო ტრამალში. და როცა მოვა წამი წაყვანის, არ გინდა ახსნა იმ გამოცანის. ამოისუნთქე, გაშალე მხარი. ვინც მოვა, იმას გაუღე კარი,
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი