როცა არაფერი იცვლება


ძნელი ასატანია,
როცა არაფერი იცვლება.
რევოლვერი დასატენია,
როცა მჭიდე დაიცლება.
ადამიანი მოსათმენია,
როცა ცოცხალია,
ადამიანი დასამარხია,
როცა გარდაიცვლება.
ვალია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი