ნაზიმ ჰიქმეთი. გოგოს მშობელი (თარგმანი თურქული ენიდან ზაზა წურწუმიასი)


გოგოს მშობელი უნდა იყო.
გულწრფელი, ერთგული, ქაჯანა და ჭირვეული
გოგოს მშობელი უნდა იყო.
რომ მას გადაულოცო სული და გული, მთელი არსება,
გოგოს მშობელი უნდა იყო.
შენი შეცდომების მის თვალებშივე ამსახავი, 
შემცნობი, გამქარვებელ-მიმტევებელი
გოგოს მშობელი უნდა იყო.
დედმამასთან განაბული, 
ქუჩაში აწეწილდაწეწილი მორბენალი, 
შენი შემშინებელი
გოგოს მშობელი უნდა იყო.
შენს მარტოობაში, სადაც არ უნდა იყო, ჭირსა თუ ლხინში, 
დედიკო მამიკოს ძახილით  მოსული, 
გულში ჩაკრული
გოგოს მშობელი უნდა იყო.
მისი ხელებით დასხმული ჩაის, მოდუღებული ყავის 
საიდუმლო გემოსა და მონატრებაში, 
უფრო გალამაზებული
გოგოს მშობელი უნდა იყო.
მისი სულით სულჩადგმული, 
მისი არსებობით გამართლებული,
მისი მოწყენით დაღონებული
გოგოს მშობელი უნდა იყო :
„ჩემი გოგო მთელ ქვეყანას მირჩევნია“ - ამის სათქმელად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი