უმით იაშარ ოღუზჯანი. ტკივილების ზღვა Ümit Yaşar Oğuzcan . ACILAR DENİZİ (თარგმანი თურქულიდან)
ტკივილების ზღვა რაც დავიხრჩვე ტკივილების ზღვაში, არც გემების ხმა მომდის, არც თოლიის ყვირილი. ტალღები მიმახლიან ყოველდღე სხვა ნაპირებს, წყალმცენარეთა მესმის ჩემზე ტირილი. დიდი ხნის დამხრჩვალი ვარ. თვალებში გამეჩხირა სისხლიანი შუშის ჩანატეხები, ირგვლივ მეფობს სიბნელე, ღამის საპყრობილეში მიმოდიან შუქჩამქრალი გემები. ტკივილების ზღვად ვიქეც, ნუღარ მიახლოვდები. მლაშე და შხამიანი მოვიწამლე სასმელით. შემომხედე, ყველა ჩემში ტოვებს რაღაც თავისას. დამთავრდეს ეს სიბნელე, ამოვიდეს მნათობი, მოვარდეს ქარიშხალი, წაიღოს, გადაკარგოს რაც წლებმა დამიტოვეს შენი, მისი, იმისა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი