Cemal Sureya. Fotoğraf. ჯემალ სურეია. ფოტო. (თურქულიდან)


ფოტოსურათი

გაჩერებაზე სამნი არიან-
კაცი ქალი და ბავშვი.
კაცი ჯიბეში ხელებჩაწყობილი,
ქალი ბავშვის ხელით ხელში.
კაცი სევდიანი სიმღერებივით სევდიანი,
ქალი ლამაზი მოგონებებივით ლამაზი,
ბავშვი ლამაზი მოგონებებივით სევდიანი
და სევდიანი სიმღერებივით ლამაზი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი