სადღაც
სადღაც გაქარწყლდა ვნება, სადღაც დაიწყო ფლირტი. სადაც ყინული დნება, სადაც არ გვათრობს სპირტი. ვიღაც კოკაზე ტუჩით წყაროზე ბაგეს ალბობს, სევდა მშიერი კუჭით გაყვება უხმოდ, ალბომს. მიეტანება ატამს, ფოთლებზე ცვარსაც მოსვამს, მუცელში პეპლებს ფანტავს აღვიძებს გულში მგოსანს. ემეგობრება სიოს, ულვაშში უშვებს ლანდად, ლექსებს უკითხავს სიმონს, ევკალიპტებზე, მარდად.. ისიც გაანდობს ტრფობას, მარიკას უძღვნის სიტყვებს, ამეტყველებდნენ გრძნობას, გააჩუმებდნენ ფილტვებს. ეტლი გუგუნებს გზაზე, ბორბლებს ასკდება ქვები როცა მოექცა ბრაზზე, ამოისუნთქა შვებით. როცა იხილა ალერსი, სითბო გარეშე მზის, სხივებს ისროდა ალესილს შეგროვილს მთელი დღის. სადაც არ დაქრის ტალღა, სადაც არ ცურავს ქარი, გელი, მივდივარ მაღლა, სანამ კვლავ უკრავს ქნარი..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი