22 დეკემბერი
მე დღემდე მახსოვს ის მთვარე, ღამით წარბშეუხრელად მჩუქნიდა მზერას, ვერ ვგრძნობდი ნუგეშს, ვერცერთი თვალით გულში ვფიქრობდი, ფიქრობდა მზე რას? დამპალი ფიცრით აღჭურვილ ხიდზე მანათობელი რისკავს გადმოსვლას, ნაპრალი აღარ დახვდა ადგილზე, მაგრამ ვარსკვლავი ასწრებს ამოსვლას. ისევ არ მყოფნის დრო და ნერვები ხელის გაწვდენაც არ მაგონდება არც კი დავხარჯე ერთი მერვედი, ხვალ სინანული კვლავ გამოჩნდება.. გამოჩნდება და უკან გავუშვებ, ასე ვარწმუნებ თავს, მაგრამ ვხვდები რამდენ შესაძლო გზასაც დავუშვებ, დრო მიჩვენებს, რომ იმდენჯერ ვცდები. სრულდება კინო ან აპირებს ფარდა, შეახოს თავისი ბოლო - სცენას კითხეს ყველას, რეჟისორის გარდა, არ მითანხმებენ სულ ბოლო სცენას. ამბობენ, არ უნდა მთვარეს კოცნა დარჩეს როგორც და სადაც არისო, ის კი დეკემბრის ოცდა-ორშია, "ოცდაორი" და თვალები აივსო.. ვერ ვარჩევ არიან ვარსკვლავნი სად? შენს სახეზე თუ ცის კამარაზე მაკოცე, მაგრამ ვიქეცი რად? კვლავაც, რომ ვფიქრობ იასამანზე? დღეს დღე გათენდა სულ ნაცრისფერი, ველაპარაკე იას ამაზე.. და ვლაპარაკობ დღემდე იასთან, ვარდზე, შენზე და იასამანზე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი