13/100


ჰაერი შორს,მჭირდება შენი სურნელი,
მაჩუქე ღიმილი და ყოველ ღამე მშვიდად ჩამეძინება.
შენი თვალებია, ყოველ წუთს, რომ სულ ველი.
გუგებმა მომაგონეს მოკამკამე დინება.

მდინარის ნაპირებზე მოგროვებულ ნიჟარებს
მივადებ ყურს, მესმის იქიდანაც შენი ხმა.
მინდა ვუყურებდეთ ყოველ დილას რიჟრაჟებს,
"მიყვარხარს" მაგებებდე, არ გინდოდეს ჩემი თქმა.

მგონიხარ მერი, ჯვარს იწერ, გიყურებ შორიდან.
არასდროს მიფრენია, არ მქონია ფრთები.
ჩვენი შეხვედრები გავს, დაბრუნებას ომიდან.
ათასი პომადის კვალი, მერე ისევ ქრები.

ქრება კვალიც,
მაგრამ ვერასოდეს წაშლი იგის სულიდან.
ვუკეთებ ჩარჩოებს შენს სილამაზეს ცბიერს.
ახლა, როცა ცამეტზე ვართ არ დავიწყოთ ნულიდან,
დავაკვირდეთ ერთმანეთის ახალ ემოციებს..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი