პორტო ფრანკოს


ვესაუბრები მთვარეს ყოველ ღამე,
დასანახად სილუეტებს ძერწავს,
ვაკიზაშის სურს დამმართოს რამე,
ფოთლებს აჭრის გადაგრეხილ ლერწამს.

წრიულ ფონზე მეხატება დილა,
განთიადის, აყვავების ხანა,
თავად მზემაც იგრძნოს, როგორ გრილა
დაკეტილი დახვდეს ჩაიხანა.

მთვარის ჩრდილში მზერას გავაჩუქებ,
ეჭვიანობს მომღიმარი დეა,
ვუფართოვებ გუგებს და ვაჩუქებ
მინდვრის კიდის, ეულ ორქიდეას.

ჭორიკანა მთვარე მიხსნის სიტყვას,
რაც გაიგო, კარნახობდა ბაგე,
კვერთხით ხელში თავზე ვაყრი სეტყვას,
დადაგული გული, კვლავ დავდაგე.

მზის ანარეკლს შეუძლია ცურვა 
თუ ცრემლებმა ამოავსეს ორმო,
პლანეტები გადათვალოს სულ რვა 
და ისინი სევდით გააფორმოს.

დამანახებს ჩრდილს რაფაზე ფანჯრის
და ცრემლებით გაჯერებულ ფიცარს,
მეც დროს ვიკლავ, დროს უაზრო განსჯის
მკერდს ვუჩვენებ დაჟანგებულ ფიწალს..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი