წარსულიდან


შენს უკვდავებას თაროდან ვიღებ
უსულო ფიტულებს ვუნერგავ ჰაერს,
წიგნების მაგივრად დღიურს ავიღებ
ხის ჯოხით მოვურევ ამ წმინდა ნაერთს.

მეთვრამეტე ჟამს ამ ცხელ ზაფხულზე,
გამოაზამთრებ ცივის თვალებით
ათას სინანულს ფიქრში, წარსულზე,
მონიშნავ მრგვალი, ტეხილი რკალებით.

მომავლის ეფექტს გაავლებ სხეულს,
და გადაავლებ გრძნობების სითხეს,
ზოგჯერ სულ სწორს და ზოგჯერ ხვეულს,
იმ გულწრფელობით, როგორიც იმ დღეს.
იყო.

იქნება..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი