ქუჩად
ჩემი ქუჩა - ეჭვიანი, აგიკრძალავს ღიმილს, თუ გიპოვა წამწამებში თაფლისფერი მალამო, ჩემი ცოდვა წამიერად გონებაში გივლის, ახლა ვხედავ მაგ ღიმილის უკან, რასაც მალავო. ჭიშკრის მცველთან, რომ თხოულობ წამის ერთ-ერთ მისხალს, არ მოგიშვებს ჩემამდე და საყვედურით ავსებ, მე მოვუშვებ წყალს, ვუყვები იმ საშინელ სიზმარს, ჩემს სიტყვებს ჰაერში იჭერ, თაროზე ათავსებ. ღამის სკვერს ზემოდან ვუმზერ, ემოციებს ვესვრი, დაჰფარფატებს თეთრი გედი ლამპიონის ნათებას, რომ შეგეხე, სწორედ მაშინ, მიწამ შთანთქა ფესვი ფესვებში გამოიყვავილეს მოციმციმე ბაფთებმა..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი