გპირდები..


გპირდები ისევ,
ჩემს ნაწერებს მოგიტან და განახებ,
მაგრამ როცა მარტო ვრჩები
მათ ვუკეთებ სამარხებს.

ჩემი სიტყვა - შენს სიწითლეს
მუდამ უნდა ეგებოს,
მე გულს გითმობ,
შენს საღებავს
სურს ვარდისფრად შეღებოს.

ამ გრაფიკულ ჩანახატებს,
ვარსკვლავთცვენა ვერ უგებს,
წრფელი გულით ცდილობს,
მაგრამ
ჭიშკარს მაინც ვერ უღებს.

ალბათ ისევ ალი დაფქვავს,
ფერფლად აქცევს მელანს,
უიმედოს გზიდან ვპარავ
ბარათაშვილს - მერანს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი