გზა ცრემლამდე


შენი თვალი
სათვალთვალო
კამერიდან მიმზერს.
რომ დავთვალო,
რა დავთვალო?
ვეძებ ყველა მიზეზს.
ბოლო ეტაპს
ბოლოს ვპენტავ
ვტეხავ პრიზმის ფერებს
ბოლო სცენა -
ვკენკავ კენტად
ხელის გულს მაფერებს. 
ეს ამდენი დარდი, სევდა
თვალის ჭრილს ავსებდა,
საბოლოოდ დავისეტყვე
წამწამი დასველდა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი