გხატავ..
კონტური უკვე შედგა თეთრზე დაგხატე შავად ყოველი შენი სიტყვა სხეულს ატყვია შრამად. ფერთა პალიტრას ვეძებ ვეღარასოდეს ვიპოვი, მომიწევს ისევ ვწერო, სიტყვით ავავსო სტრიქონი. შენს სინაზეზე დავწერ, ზღვისფერი თვალის ჭრილზე, ვარდისფერ ელვარებაზე, ბუნებით ცისფერ ჩრდილზე. ვარდზე, ეკლებზე, ციდან. ცეცხლი მწვავს, თითქოს მცდიდა. მიწიან ყოჩივარდზე, როცა შორდება ზამთარს მპირდება ქალურ ვნებას, მაგრამ მიგზავნის აფთარს. მთვარეზე მაშინ, როცა ღრუბლიდან გამოიპარა. მილხინდა წვიმა, სევდა. ჯინაზე გამოიდარა..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი