შიში


ყოველ ღამე
ჩემი მთვარე
ჩემთან ერთად იღიმის,
ზოგჯერ ერთად ვსევდიანობთ,
თავი არ გვაქვს ღიღინის.
ის მიყვება თავის ფიქრებს,
სიზმრებს ცისარტყელაზე,
ფიქრობს ჩემზე,
ვფიქრობ მასზე,
ერთად ვფიქრობთ ყველაზე.
გაზაფხულის ცრემლებს დავთვლით
გადაფურჩქნულ ყვავილებს,
მარტის თვეს რომ შევადარებ
თავად გაიყვავილებს.
ჩვენ მანძილზე ვისაუბრებთ,
კილომეტრებს გადათვლის,
კვლავაც გაიღვიძებს ჩემში
შიში - შენი დაკარგვის..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი