გაზაფხულის სევდა


ნუთუ გაზაფხულმა გაახმო
ხეთა რიგი.. ხეთა ჯარი..
შემოდგომის აყვავებით
მთელი ველი შევიპყარი..

შემაშინა თბილმა სიომ,
თბილისურმა თილისმამ,
ჩამოვჯდები ჩემ უბანში,
მომბეზრდება ღვინის სმა..

მომაგებებს მოხუც თვალებს
მოციმციმე ჭადარი,
აქამდე თუ ჩემთან იყო,
ახლა არსად არ არი..

წავიდა და დამიტოვა
წარუშლელი კვალი,
წვიმის წვეთებს ვეღარ ვგრძნობდი..
მიტოვებით მკვდარი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი