ბარათაშვილის ხიდზე
ქუჩები ისევ დუმს.. მთაწმინდა უბამს მხარს, სევდა მიმძიმებს სულს.. ბარათაშვილზე მდგარს. მოაჯირს ფეხით ვთელავ, სული ფარფატებს ქარში მე - მშვიდად, შენ თუ ღელავ? გისკდება გული წამში. რატომ არ ბნელა ახლა? რატომ არ ჩანხარ ცაზე? ყოველდღე ვრწყავდი, გახმა.. ყოველ დღეს გადის განზე. დამემშვიდობოს იქნებ.. ულაპარაკოდ წასვლას, მეც მოვიკრებდი ფიქრებს, ხიდან, რომ კრეფდე საგზალს. და საით მიდის გონი? თუ აწრიალდა სიმზე.. ჩამოვჯდებოდით ერთად ბარათაშვილის ხიდზე..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი