მე არ ვარ სტაბილური ვერსია


მე არ ვარ სტაბილური ვერსია.
ბეტა ვარ.
ხშირად ვკრაშავ.
ხანდახან განახლება მჭირდება.
ჩემში ღია ტაბებია —
წარსული,
ვალები,
შენ.
ზოგჯერ საკუთარ თავს ვაკვირდები
როგორც სისტემურ ლოგს:
სად დაიშვა შეცდომა?
რატომ მოხდა ეს რესტარტი?
მე არ მჭირდება თერაპია.
მჭირდება ახალი არქიტექტურა.
ვცდილობ დავაინსტალირო სიმშვიდე,
მაგრამ — შეუთავსებლობის შეცდომა.
ზოგჯერ ვფიქრობ,
რომ ღმერთი დეველოპერია,
და მე —
დაუსრულებელი ფუნქცია.
თუ ოდესმე სრულად დავიბუთები,
ნუ შეგეშინდება.
ეს არ იქნება დასასრული.
ეს იქნება
build 2.0 ვერსია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი