ლილიტი


მოქმედი პირები : 
ლილიტი 
ადამი 
სევია
ხმა ზეციდან 

მოქმედება ხდება დედამიწის ცენტრში,სადაც ლილიტი შემოხეული ალისფერი კაბით დგას და ყვება საკუთარ ისტორიას. 

-მამაკაცური საწყისო,წყეულიმც იყავ ადამ და შენი მოდგმა!
შენ, მე მიმატოვე და შენი ნეკნის,შენივე ნაწილს შეუერთდი...
მარადიულო ,მარტოსულო ხორცო ! 
მე გწყევლი შენ, სატანის ნაშიერში გამცვალე და ჩემი ჩვილის ამარა მიმატოვე ... უდაბურ მიწაზე ...

ადამი გარბის და უკან არ იყურება , ამოცლილი ნეკნიდან სისხლის კვალი ჯერ კიდევ შემხმარი სამკაულად ადევს...

ლილიტის მოთქმა გოდება
მონოლოგი საკუთარ თავთან: 

-ანგელოზებმა დამცინეს, პირველი ქალი მე ვარ,ამ წყეულ მიწაზე, ჩემი და ადამის ნაშიერის ხმა მთელმა სკნელის და ქვესკნელის ბინადრებმა გაიგეს...
ადამი საბრალო დაბნეული დაეწაფა ახალ ხორცს,ჩემი ჩამოჩვარული ახალნაშობი სხეული აღარ ჰგვრისს და იწვევს მასში ცეცხლისფერ გრძნობას...
ამ დროს,ჩვილს სახელად სევიას ხის ნაფოტზე დებს და ხელით კარგად მოსინჯავს,რომ არ გადმოვარდეს ...
აგრძელებს - 
მე ლილიტი პირველი ქალი ამ მიწაზე გწყევლი ადამ ,ვინაიდან მონობისთვის ხარ ნაშობი , შენი ზურგი და მკლავები ტალახიან ლოდებს უკუნეთამდე მიეზიდება ...
მე, შენ ქალწული გაჩუქე და განვუდექი უზენაესის სამსახურს,ჩემი ალისფერი ფრთები დავთმე შენი სიყვარულისათვის, ჩემი სხეული ვერაფრით დაუბრუნდება მშობლიურ მხარეს,დღენიადაგ ვფიქრობ და ვერ ვხვდები სად წავიდე ?რომელ მხარეს მივეშურო? 
აქ ხომ უდაბნოა? 

ქარი ამოვარდა და ლილიტის დაფლეთილი კაბის ნაკუწები ააშრიალა, მისი წითელი თმა და ჭაობისფერი თვალები ნელ-ნელა შავდებოდა და სახიჩრდებოდა...
ზეციდან ისმა გრუხუნი და გნიასი :
- მივუტევებ შენს შვილს ,შენსა დათესილ ცოდვას, ნურც კი შემომაცქერდები თვალებში,თივაში გახვეული სევია, რომელიც თივის ნაგლეჯიდან მოკეცილ ფრთებს მალავდა ღრმად ეძინა ..

ლილიტი უშვილოდ დარჩენილი და ყველასგან უარყოფილი სინანულისგან გამხმარ ხედ იქცა ...
ზედ შემოდგომის წითელი ფოთლები ებურა ,ქარმა დაუქროლა და ჩამოსცვივდა სულ ყველა ...

 ჟანა ანანიძე 

2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი