უმწეო ძახილი
უმწეო ძახილი თვალები დავხუჭე თუ არა, ფიქრები გარდაისახა. ცრემლები ცვლიდნენ არსებობას და სილაღეს. აზრი თუ დაიკარგა, რას იპოვი?.. რას დაატან? კარაქიან პურს, თუ რიგში დადგები?! პენსიის აღება საოცნებო საქმედ რომ იქცევა, წამლის ნაცვლად შხამს დალევ... ნაგვის ურნაში იქნებ გადაინახეს ოფლით ნაშრომი ერთი ნაჭერი პური... იქნებ სადმე ქალამნებიც ეყაროს... ჩავიცვა, დავიხურო და ნაპირებს დავუყვე... იმედი კი არა – ქვეყანა დავკარგეთ, ბუტაფორებიდან ვერ ამოვიშალეთ. ოცნება საძულველი სიტყვა გახდა, კაციც მოუკლავს და ბავშვიც. უმწეო ძახილით ვეძებ სამართალს, არადა... დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი?! 23.05.2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი