* * *
*** ერთხელაც, დილით გამოგეღვიძება- არა სიზმრებიდან ან ღამისმიერი ღრმა ძილიდან, არამცთუ თიხით ნაზელი, გაუფასურებული, გაცამტვერებული, არსობითი გულყრით... მაშინ იგემებ შხამს და მიხვდები: ეშმაკის მანქანები რეალურად ყოფისგან გასაქცევად გამოიგონეს, ზედმეტი დოზა კი - სამუდამო ძილს იწვევს... ცხოვრება სიზმარია სიზმარში... როცა გამოვფხიზლდი, მას შემდეგ კოშმარები თავს მესხმის... აქ თითქმის ყველაფერი ადამიანური უძლურია... მხოლოდ გული გაცოცხლებს, აბალანსებს შხამის დოზას და თიხას ზელს დაუსაბამოდ... 24.04. 2025 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი