მე თეთრ კვართში ვარ...
მე თეთრ კვართში ვარ, ჯვრებს მაცლიან, მაკრავენ ჯვრებზე. არ ვიცი- ვუძლებ, თუ მომიწევს კიდევ ატანა. გისოსებიდან გადმომყურებს ჩვენი ქვეყანა, სული აღარ მაქვს - ამომგლიჯეს ჩემმა შვილებმა. ვიცი, გიკვირდა, ამდენი ცხვარი ცხვრებმა როგორ დაჭამა... კომბლესთან მიდი - კომბლებისთვის, მწყემსი აღარ გვყავს... მიდი, აიღე რაც კი დარჩა - დარდმა შემჭამა. სული აღარ მაქვს, სული მშია, სული მწყურია. ერთხელაც იყო: წილნაყარი ვნახე ღმერთთანა - ჩვენი ერი - ახლა ძლიერ მდუმარე... სირცხვილი მჭამს - გმირთა ხმები მეძახის ახლაც. მე თეთრ კვართში ვარ, ჯვრებს მაცლიან, მაკრავენ ჯვრებზე. არ ვიცი- ვუძლებ, თუ მომიწევს კიდევ ატანა. სირცხვილი მწვავს, ვეღარ ვფიქრობ ფიზიკურ ცეცხლზე - სულამოცლილი გადმომყურებს ჩვენი ქვეყანა... 2025 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი