თავის ქალა
თავის ქალა ავიხდი თავის ქალას, გადმოვალაგებ მის შიგნიდან მთელ - კაცობრიობის ნარჩენებს კადრებად. ბროწეულების მფეთქავ ყვავილებს ცეცხლის ენებად, თავდახრილ პირწმინდა ადამიანს, ვინც თავის თავად იცხოვრა და სხვებიც აცხოვრა. ადამიანი დასაბამი ქვათა ლოდების, შიშის შეგრძნება ღმერთად გახდილი გვირაბის ბოლო ყველაზე თბილი საშო ღმერთების. ავიხდი თავის ქალას, ყველა შეკითხვის იქ იმალება პასუხი - ადამიანი, ადამიანი, ადამიანი... 18.09.23
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი